Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვაშინგტონი გმობს რუსეთის სამხედრო ძალის განლაგებას ვენესუელაში


აშშ-ი გმობს ვენესუელაში რუსეთის სამხედრო ძალის შესვლას, რაც ვაშინგტონის მიერ ფასდება როგორც პოლიტიკური და ეკონომიკური კრიზისის მდგომარეობაში მყოფი ქვეყნის შემდგომი დესტაბილიზაციის მცდელობა.

„ჩვენ გადაჭრით ვაფრთხილებთ დასავლეთ ნახევარსფეროს მიღმა მყოფ ყველა სუბიექტს, რომ არ გაგზავნონ სამხედრო ძალა ვენესუელაში, თუ ამ ნახევარსფეროს სხვა ადგილებში სამხედრო ოპერაციის დაწყების ან მისი გაფართოების მიზნით,“- ნათქვამია აშშ-ის პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უშიშროების საკითხებში, ჯონ ბოლტონის განცხადებაში, რომელიც თეთრმა სახლმა 29 მარტს გამოაქვეყნა.

ამ განცხადების გამოქვეყნების შემდეგ, სახელმწიფო დეპარტამენტში, ჟურნალისტებთან საუბრის დროს, აშშ-ის სპეციალურმა წარგზავნილმა ვენესუელაში, ელიოტ აბრამსმა აღნიშნა, რომ ვენესუელაში იმყოფება 100 რუსი სამხედრო სპეციალისტი, რომელსაც დიპლომატმა „ძალიან სახიფათო“ უწოდა.

მოსკოვი ირწმუნება, რომ რუსეთის ჯარისკაცების ვენესუელაში ჩასვლა არ წარმოადგენს მუქარას არავისთვის.

23 მარტს რუსეთის ორი სამხედრო თვითმფრინავი ჩაფრინდა კარაკასის მახლობლად და 100-მდე სამხედრო გადასხა იქ. აქტი მოხდა ვაშინგტონსა და მოსკოვს შორის დიპლომატიური დაპირისპირების ფონზე. დაპირისპირების მიზეზია ვენესუელის ოპოზიციის ლიდერის, ხუან გუაიდოს წინ წამოწევა შარშან არჩეული პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს დამხობის მიზნით. აშშ-მა და სხვა, 50-ზე მეტმა, ქვეყანამ აღიარა გუაიდო ვენესუელის გარდამავალ პრეზიდენტად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG