ავღანეთის ვიცე-პრეზიდენტი აბდულ რაშიდ დოსტუმი გადაურჩა სავარაუდო თალიბების თავდასხმას, რომელსაც მისი დაცვის ერთი წევრი შეეწირა.
ოფიციალური ინფორმაციით, დოსტუმის კორტეჟზე თავდასხმა მოხდა 30 მარტს მაზარ-ი შარიფის მახლობლად ბალხის პროვინციაში.
თავდასხმაზე პასუხიმგებლობა აიღო თალიბანმა, რომელმაც გაავრცელა ცნობა, რომ მოკლულია დოსტუმის დაცვის ოთხი წევრი.
რვა თვის წინ ეთნიკურ უზბეკთა საველე მეთაური და ავღანეთის ყველაზედ უფრო სადავო ვიცე-პრეზიდენტი ერთხელ გადაურჩა თავდასხმას, რომელიც ორგანიზებული იყოს ექსტრემისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფოს“ მიერ.
დოსტუმი, რომელსაც ადანაშაულებენ ადამიანის უფლებების დარღვევებისათვის, ქვეყანაში ერთ-ერთ გავლენიან ფიგურად ითვლება.