Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოპოზიციონერი ზუზანა ჩაპუტოვა იმარჯვებს სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნებში


ზუზანა ჩაპუტოვა
ზუზანა ჩაპუტოვა

პროევროპელმა ოპოზიციონერმა კანდიდატმა ზუზანა ჩაპუტოვამ, წინასწარი მონაცემებით, გაიმარჯვა სლოვაკეთის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურში, რომელიც 30 მარტს გაიმართა.

კენჭისყრა სლოვაკეთის დროით 22 საათზე დასრულდა, რის შემდეგაც მალევე გამოქვეყნდა ცენტრალური საარჩევნო კომისიის პირველადი შედეგები. ბიულეტენების 14%-ის დათვლის შედეგად ჩაპუტოვას აქვს ხმების 57,6%, მაროშ შეფჩოვიჩს - 42,4%.

უფრო ადრე გამოქვეყნდა ეგზიტპოლის შედეგები. სააგენტო „ფოკუსის“ მიერ ტელეკომპანია „მარკიზასათვის“ ჩატარებული გამოკითხვის თანახმად, ჩაპუტოვას წილად ხვდა ამომრჩეველთა 55,2%. მის ოპონენტს, მმართველი პარტია „სმერის“ კანდიდატს და ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ მაროშ შეფშოვიჩს, მხარი დაუჭირა 44,8%-მა.

კიდევ ერთი ალტერნატიული ეგზიტპოლი, რომელიც „MEDIA RTVS“-მა ჩაატარა, ჩაპუტოვას სასარგებლოდ კიდევ უფრო დიდ სხვაობას აჩვენებს - 60,5% 39,5%-ის წინააღმდეგ.

17 მარტს, არჩევნების პირველ ტურში, ზუზანა ჩაპუტოვამ ხმის უფლების მქონეთა 40%-ზე მეტი მიიმხრო. შეფროვიჩმა თითქმის 19% მოაგროვა.

სლოვაკეთის პრეზიდენტი შეზღუდული უფლებების მქონე ქვეყნის პირველი პირია, რომელსაც შეუძლია ვეტო დაადოს პარლამენტის კანონებს, დანიშნოს პრემიერ-მინისტრი და საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები.

XS
SM
MD
LG