Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბაკურიანში სასტუმრო „რეზიდენსი“ იწვის


ბაკურიანში სასტუმრო „რეზიდენსი“ იწვის. როგორც რადიო თავისუფლებას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, ცეცხლი სასტუმროს სახურავს გაუჩნდა. ამ წუთებში კი მიმდინარეობს მისი ლოკალიზაციის სამუშაო.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით არ არიან დაშავებულები, რადგან შენობა იქ მყოფებმა ცეცხლის გაჩენისთანავე დატოვეს.

წინასწარი ინფორმაციით, 100 კვადრატული მეტრია დამწვარი. ცეცხლის ჩასაქრობად 6 სახანძრო-სამაშველო ბრიგადა მუშაობს.

XS
SM
MD
LG