Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიორგი გახარია ზუგდიდში იმყოფება


ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია ზუგდიდში ზვიად გამსახურდიას 80 წლისთავთან დაკავშირებულ ღონისძიებებს ესწრება. ის ზუგდიდის საკათედრო ტაძარში დაესწრო პირველი პრეზიდენტის ხსოვნისადმი მიძღვნილ პარაკლისს. მოგვიანებით, კი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გვირგვინით შეამკო გამსახურდიას ბიუსტი და დაათვალიერა ფოტოგამოფენა.

„ბევრი ქართველისთვის და თითოეული იმ ადამიანისთვის ვინც ამ პარაკლისს დაესწრო, რა თქმა უნდა საკმაოდ ემოციურია ეს ყველაფერი, და მარტივია რატომ? - ჩემთვის პირადად ზვიად გამსახურდიას, ისევე როგორც მერაბ კოსტავას სახელი უკავშირდება პირველ რიგში ეროვნულ განმათავისუფლებელ მოძრაობას, შემდეგ უკვე ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობას და რა თქმა უნდა პირველ პრეზიდენტს. რა თქმა უნდა დიდი ვალდებულება გვაქვს თითოეულ ჩვენგანს, რომ მეოცე საუკუნის ეს უდიდესი მიღწევა - ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა, მისი სახელმწიფოებრიობა და რა თქმა უნდა პირველი პრეზიდენტი, პატივისცემით, ღირსებით მოვიხსენიოთ. მე ვფიქრობ ეს მხოლოდ და მხოლოდ გაამყარებს სახელმწიფოებრიობას, ეს არის კიდევ ერთი გადადგმული ნაბიჯი, რომ ინსტიტუციონალურად ჩვენი ქვეყანა იყოს ძლიერი და მომავალზე ორიენტირებული“, - განაცხადა ვიცე პრემიერმა გიორგი გახარიამ. ის ამ წუთებში პირველი პრეზიდენტის ხსოვნისადმი მიძღვნილ კონფერენციას ესწრება ზუგდიდის გალერეაში.

XS
SM
MD
LG