იუწყებიან, რომ მაშველები ამ დრომდე ეძებენ ორ ადამიანს, რომლებიც თბილისის ცენტრში ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე ერთ-ერთ მშენებარე ობიექტზე მიწის ჩამოშლის შედეგად ნანგრევებში არიან მოქცეული. ინფორმაცია ამის შესახებ სოციალურ ქსელ „ფეისბუქით“ ვრცელდება.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული არიან მეხანძრე-მაშველები.