Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის პრეზიდენტის ვინაობას მეორე ტური გამოავლენს


პეტრო პოროშენკო. ვლადიმირ ზელენსკი
პეტრო პოროშენკო. ვლადიმირ ზელენსკი

უკრაინის პრეზიდენტის არჩევნების წინასწარი ოფიციალური შედეგებით, რომელიც შემაჯამებელი ოქმების 62,28%-ის მონაცემებს ეფუძნება, ხმების 30,40%-ით პირველ ადგილზეა შოუმენი და მსახიობი ვლადიმირ ზელენსკი.

უკრაინის მოქმედ პრეზიდენტს, პეტრო პოროშენკოს ხმების 16,36% აქვს.

წინასწარი მონაცემებით, პარტია „ბატკივშჩინის“ ლიდერს, ყოფილ პრემიერ-მინისტრს, იულია ტიმოშენკოს ხმა მისცა 13,08%-მა.

უკრაინის პრეზიდენტად სულ კენჭს იყრიდა 39 კანდიდატი.

პირველივე ტურში გასამარჯვებლად საჭირო იყო კენჭისყრაში მონაწილეთა ხმების 50%-ზე მეტის მოპოვება, რაც ვერცერთმა კანდიდატმა ვერ შეძლო.

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, ამომრჩეველთა აქტივობამ შეადგინა 63,52%.

პრეზიდენტის არჩევნების მეორე ტური 21 აპრილს გაიმართება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG