Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ლავროვი: რუსეთი განაგრძობს აფხაზეთის მხარდაჭერას საერთაშორისო არენაზე პოზიციების გაძლიერებაში


„რუსეთი განაგრძობს აფხაზეთის მხარდაჭერას საერთაშორისო არენაზე პოზიციების გაძლიერებაში“, - ამის შესახებ განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრთან, დაურ კოვესთან შეხვედრამდე.

სერგეი ლავროვმა აღნიშნა, რომ „რუსეთსა და აფხაზეთს ორმხრივი ურთიერთობებისთვის მდგრადი საფუძველი აქვთ“. მან ასევე აღნიშნა საგარეო პოლიტიკის კუთხით კოორდინირების მექანიზმების ეფექტურობა.

„ჩვენ განვაგრძობთ აფხაზეთისთვის დახმარების გაწევას მისი საერთაშორისო პოზიციების გაძლიერების კუთხით. ასევე დიდ შეფასებას ვაძლევთ რეგიონალური უსაფრთხოების უზრუნველყოფის კუთხით შესრულებულ ამოცანებს, მათ შორის ჟენევის დისკუსიების ფარგლებში ურთიერთქმედებას“, - განაცხადა სერგეი ლავროვმა.

თავის მხრივ, დაურ კოვემ მადლობა გადაუხადა სერგეი ლავროვს „სახელმწიფოთაშორისო ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი შეუფასებელი წვლილისთვის“. მისი სიტყვებით, ორმხრივი დიალოგი დინამიურად ვითარდება: „ამ პროცესს პოზიტიურ ელფერს სძენს სახელმწიფოების მეთაურების შეხვედრები“, - აღნიშნავს კოვე.

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე იმყოფება მოსკოვში, სადაც მოლაპარაკებას მართავს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან, სერგეი ლავროვთან.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG