Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გამოცემა "კომერსანტი" ამბობს, რომ დაარბიეს მისი ეკატერინბურგის ოფისი


რუსეთის ერთ-ერთი წამყვანი გაზეთი, "კომერსანტი" აცხადებს, რომ ეკატერინბურგში მისი ოფისი დაარბიეს და ადგილობრივი რედაქციის დირექტორს დაემუქრნენ.

გაზეთის წარმომადგენლებმა 1 აპრილს თქვეს, რომ ღამით ოფისებში შეიჭრნენ უცნობი პირები, რომლებმაც დაამტვრიეს მთავარი რედაქტორის, ნიკოლაი იაბლონსკის და მთავარი ბუღალტრის კომპიუტერები.

თავდამსხმელებმა "კომერსანტ-ურალის" დირექტორის, სერგეი პლახოტინის მაგიდაზე წერილი დატოვეს წარწერით "შენ მოკვდები, ნაძირალავ".

პლახოტინმა ინტერნეტგამოცემა E1-ს უთხრა, რომ მისი და იაბლონსკის კომპიუტერებიდან წაღებულია ვინჩესტერები და დასძინა, რომ გუნდს არავისთან აქვს კონფლიქტი.

ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ თავდასხმა შესაძლოა უკავშირდებოდეს წიგნს პოლიციის ბრძოლაზე კრიმინალურ ჯგუფებთან ეკატერინბურგში, რომლის მომზადებაში "კომერსანტის" რეპორტიორებიც მონაწილეობდნენ.



XS
SM
MD
LG