ბრიტანეთის ევროკავშირიდან გასვლა -"ბრექსიტი," სულ უფრო მოსალოდნელი ჩანს, მაგრამ მისი თავიდან არიდება ჯერ კიდევ შეიძლება, - განაცხადა 2 აპრილს დიდ ბრიტანეთთან მოლაპარაკებებში ევროკავშირის დელეგაციის ხელძღვანელმა მიშელ ბარნიემ.
ევროპელი მომლაპარაკებლის თანახმად, ბრექსიტის ამჟამინდელი თარიღის, 12 აპრილის, თარიღის გაურკვეველი ვადით გადაწევა სერიოზულად უნდა იქნეს დასაბუთებული.
1 აპრილს ბრიტანეთის პარლამენტის თემთა პალატამ კვლავ ვერ შეძლო თანხმობის მიღწევა "ბრექსიტზე". ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის გეგმის უარყოფის შემდეგ, სარეიტინგო კენჭისყრაზე გამოტანილი იყო ოთხი საკითხი: ევროკავშირის საბაჟო კავშირში დარჩენა, ევროკავშირთან ერთად ე.წ. „საერთო ბაზრის“ შექმნა, ახალი რეფერენდუმის ჩატარება და "ბრექსიტის" აკრძალვა ევროკავშირის თანხმობის გარეშე.
ნაწილი ამ წინადადებებისა წინა კვირას გამართული კენჭისყრის დროს უარყვეს.
ამჯერად მათ მხარი უფრო მეტმა დეპუტატმა დაუჭირა, თუმცა უმრავლესობა მაინც არ შეგროვდა.
კენჭისყრის შემდეგ ტერეზა მეის მომხრე დეპუტატებმა მოუწოდეს კოლეგებს მხარი დაუჭირონ ევროკავშირთან შეთანხმების სამთავრობო გეგმას.
ევროკავშირი "ბრექსიტის" ბედზე 10 აპრილის სამიტზე იმსჯელებს.
ბრიტანეთმა შესაძლოა კვლავ ითხოვოს კავშირიდან გასვლის გადავადება, მაგრამ მანამდე ბრიუსელში განაცხადეს, რომ თახმობისათვის საჭირო იქნებ ოდა თემთა პალატის მიერ რომელიმე სამოქმედო გეგმაზე შეთანხმება, რაც ვერ მოხერხდა.