Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ოთხი მუშა დაშავდა კახეთში მშენებარე სასტუმროს კედლის ჩამონგრევის გამო


თელავში, სოფელ ართანაში მშენებარე სასტუმროს კედელი ჩამოინგრა და ხარაჩო ჩამოიშალა. დაშავებულია ოთხი მუშა. ინფორმაცია რადიო თავისუფლებას თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა დაუდასტურა. მისი თქმით, „დაშავებული მუშების მდგომარეობა არ არის მძიმე“.

როგორც თელავის რეფერალური საავადმყოფოს დირექტორმა, ხათუნა ჭონიაშვილმა განაცხადა, "დაშავებულები კონტაქტურები არიან" და მიმდინარეობს იმის დადგენა, თუ რა სახის დაზიანებები აღენიშნებათ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით დაიწყო. ეს მუხლი გულისხმობს სამთო, სამშენებლო, ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანება.

უწყებაში ამბობენ, რომ მიმდინარეობს საქმის შესწავლა.

XS
SM
MD
LG