Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბესელია და კვაჭანტირაძე ევროსაბჭოს დელეგაციაში აღარ იქნებიან 2020 წლიდან


საქართველოს პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტმა მუდმივმოქმედი საპარლამენტო დელეგაციების ახალი შემადგენლობები დაამტკიცა. ცვლილებების თანახმად, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის (PACE) დელეგაციაში აღარ იქნებიან დეპუტატები, ეკა ბესელია და ზვიად კვაჭანტირაძე, რადგან მათ “ქართული ოცნება” დატოვეს. თუმცა, მათ 2020 წლის 1-ელ იანვრამდე დელეგატის სტატუსი შეუნარჩუნდებათ და ევროპარლამენტში მუშაობას ჩვეულ რეჟიმში გააგრძელებენ, რადგან ამას არეგულირებს საპარლამენტო ასამბლეის რეგლამენტი.

2020 წლის 1-ელი იანვრიდან ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში დამოუკიდებელი დეპუტატებისთვის კვოტები გადანაწილებული არ არის და საქმიანობას საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სახელით უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე და ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფიო კილაძე გააგრძელებენ.

დამოუკიდებელი დეპუტატების არაერთი მოთხოვნა, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით მომხდარიყო ოფიციალური დათქმა, რომელსაც იურიდიული ძალა ექნებოდა, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ არ გაიზიარა.

კომიტეტის თავმჯდომარის სოფიო კილაძის განცხადებით, არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე ის დათქმის არსებობის საჭიროებას ვერ ხედავს.

კომიტეტის სხდომის დასრულების შემდეგ დამოუკიდებელმა დეპუტატმა ეკა ბესელიამ განაცხადა, რომ დამოუკიდებელი დეპუტატების დელეგაციის სიიდან ამოღება პოლიტიკური მოტივით მოხდა. ბესელიას თქმით, აღნიშნული საკითხით პირადად ირაკლი კობახიძე იყო დაინტერესებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG