Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მადუროსადმი ლოიალურმა ორგანომ გუაიდოს დეპუტატის იმუნიტეტი მოუხსნა


ხუან გუაიდო
ხუან გუაიდო

ვენესუელის დროებით პრეზიდენტს ხუან გუაიდოს დეპუტატის ხელშეუხებლობის იმუნიტეტი მოუხსნეს.

გადაწყვეტილება მიიღო ეროვნულმა დამფუძნებელმა ასამბლეამ, რომელსაც პრეზიდენტ მადუროს თანაპარტიელი სოციალისტები აკონტროლებენ.

ასამბლეის თავმჯდომარის, დიოსდადო კაბელიოს განცხადებით, იმუნიტეტის მოხსნა ნიშნავს, რომ გუაიდოს სამართლებრივი დევნა უკვე ოფიციალურად ნებადართულია.

დამფძნებელი ასამბლეის მოქმედებას საკონსტიტუციო თაღლითობა უწოდა იურისტმა ხოსე არომ. მისი განცხადებით, ხუან გუაიდოსთვის იმუნიტეტის მოხსნის გადაწყვეტილება მიღებულია ვენესუელის პარლამენტის თანხმობის გარეშე. პარლამენტს მადუროს ოპოზიცია აკონტროლებს.

მარტის ბოლოს, ვენესუელის გენერალურმა საზედამხედველო ორგანომ ხუან გუაიდოს ბრალი კორუფციაში დასდო, პარლამენტის თავმჯდომარის თანამდებობიდან გადაყენებულად გამოაცხადა და 15 წლით აუკრძალა სახელმწიფო თანამდებობის დაკავება. თავად ხუან გუაიდო ამ გადაწყვეტილებას არალეგიტიმურად მიიჩნევს.

ვენესუელაში უმწვავესი ეკონომიკური და პოლიტიკური კრიზისია. იანვარში, ოპოზიციის ლიდერმა ხუან გუაიდომ თავი გამოაცხადა ქვეყნის დროებით პრეზიდენტად. გუაიდოს ლეგიტიმურობა აღიარა მსოფლიოს არაერთმა ქვეყანამ, მათ შორის აშშ-მა.

6 აპრილს უნდა დაიწყოს ხუან გუაიდოს მიერ გამოცხადებული ოპერაციის, „თავისუფლების“ პირველი ეტაპი, რომელიც საპროტესტო გამოსვლებთან ერთად ითვალისწინებს ვენესუელის ყველა რეგიონში ხელისუფლების პარალელური სტრუქტურების შექმნას და ამ მეთოდებით ნიკოლას მადუროს რეჟიმის შეცვლას.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG