ბრუნეიში 3 აპრილიდან ძალაში შედის სისხლის სამართლის კოდექსი, რომელიც, ავტორების თქმით, შარიათის ნორმებს ემყარება. ახალი კანონით გათვალისწინებულია სიკვდილით დასჯა ჩაქოლვით ერთი და იმავე სქესის პირთა სექსუალური ურთიერთობებისა და მეუღლის ღალატისთვის.
დოკუმენტის ტექსტის თანახმად, სიკვდილით დაისჯებიან მამაკაცები და ქალები, რომლებსაც ანალური სექსი ექნებათ ცოლქმრული ურთიერთობის გარეთ. ცოლქმრული ურთიერთობის გარეთ სექსისთვის სასჯელი იქნება ასი როზგი და ერთი წლით პატიმრობა. 15 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის - 30 როზგი და სარეაბილიტაციო ცენტრში მოთავსება.
მსოფლიოს ლიდერებმა დაგმეს ბრუენის სისხლის სამართლის კოდექსი. ავსტრიის კანცლერმა სებასტიან კურცმა ახალ კანონებს სასტიკი და არაადამიანური უწოდა და სიკვდილით დასჯის გაუქმება მოითხოვა. აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ არაადამიანურობა არ შეიძლება გამართლებულ იქნეს კულტურით ან ტრადიციით. დიდი ბრიტანეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა პენი მორდონტმა ბრუნეის გადაწყვეტილებას ბარბაროსული უწოდა და განაცხადა, რომ არავინ არ უნდა დაისაჯოს სიკვდილით იმათთვის, ვინც მათ უყვართ.