Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უკრაინის მთავრობამ აკრძალა რუსეთში პირდაპირი ფრენა


უკრაინის მთავრობამ აკრძალა რუსეთში პირდაპირი ფრენა. გადაწყვეტილება მიღებულ იქნა პრეზიდენტობის კანდიდატ იური ბოიკოსა და რუსეთის პრემიერ-მინისტრ დმიტრი მედვედევის შეხვედრის შემდეგ მოსკოვის მახლობლად. 2015 წელს კიევმა უკვე ჩაკეტა უკრაინის საჰაერო სივრცე რუსეთის რეგულარული რეისებისა და რუსეთში რეგისტრირებული თვითმფრინავებისთვის.

მარტში, უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების წინ, ბოიკო და უკრაინელი პოლიტიკოსი ვიქტორ მედვედჩუკი ვიზიტით გაემგზავრნენ რუსეთში, სადაც ურთიერთობებთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს პრემიერ-მინისტრ მედვედევთან შეხვედრაზე. უკრაინაში ბოიკოსა და მედვედჩუკს ბრალი დასდეს კანონდარღვევაში - საჰაერო საზღვრის უკანონო გადაკვეთაში.

მაგრამ, უკრაინის შინაგან საქმეთა მინისტრ არსენ ავაკოვის თქმით, მოსკოვში გასამგზავრებლად ბოიკომ და მედვედჩუკმა გამოიყენეს „ხვრელი“ კანონში. ფრენის აკრძალვის კანონი არ ვრცელდება იმ თვითმფრინავების რეგულარულ რეისებზე, რომლებიც არ არის რუსეთში რეგისტრირებული.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG