Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პანკისის ხეობაში 11 წლის გოგონა დაიღუპა


პანკისის ხეობაში, სოფელ წინუბაში, 11 წლის გოგონა დაიღუპა.

ადგილობრივების ინფორმაციით, გოგონა უმცროს ძმასთან ერთად თამაშობდა. სახურავზე ნივთის ასაღებად ავიდა და შემთხვევით, ჰიჯაბით სახურავზე ჩამოეკიდა.

საშველად მისულ ოჯახის წევრებს გოგონა გარდაიცვლილი დახვდათ.

წინუბნის სკოლის ადმინისტრაცია მომხდარს უბედურ შემთხვევას უკავშირებს და თვითმკვლელობას გამორიცხავს

მომხდარზე გამოძიება 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG