Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

მამუკა ბახტაძე: 2022 წლისთვის ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედი განათლების სისტემას მოხმარდება


პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე მთავრობის სხდომაზე წარადგენს ახალ კანონპროექტს განათლების დაფინანსების შესახებ, რომლის მიხედვითაც, 2022 წლისთვის ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედი განათლების ხუთივე დონის დაფინანსებას მოხმარდება. ამის შესახებ მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა და მიმართა პარლამენტს რაც შეიძლება მოკლე ვადაში განიხილოს ინიცირებული კანონპროექტი:

„კანონპროექტის თანახმად, არსებული და მომავალი ხელისუფლებები ვალდებულები იქნებიან ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის 6 %, ანუ ქვეყნის ბიუჯეტის მეოთხედი, ყოველთვის მიმართოს განათლების სფეროს დასაფინანსებლად. ამასთან ერთად, ვიღებთ ვალდებულებას, რომ 2020 წელს განათლების ბიუჯეტმა შეადგინოს 2 მილიარდი ლარი, ხოლო 2022 წელს ბიუჯეტი გაუტოლდეს მთლიანი შიდა პროდუქტის 6%-ს და გახდეს 3 მილიარდ 400 მილიონი ლარი“, - განაცხადა მამუკა ბახტაძე,

განათლების სისტემის ბიუჯეტი 2019 წელს ერთი მილიარდ 600 მილიონი ლარია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG