Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოსა და აშშ-ს შორის შესაძლოა პირდაპირი ფრენები დაიწყოს


„ვმუშაობთ, რომ რაც შეიძლება დროულად დაიწყოს ფრენები ამერიკისა და საქართველოს შორის“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ მთავრობის სხდომის დაწყებამდე გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

პრემიერის თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია, აშშ-სა და საქართველოს შორის დაიწყოს პირდაპირი ავიარეისები, რაც ქვეყანას დაეხმარება, რომ ერთი ორად გაიზარდოს ის ეკონომიკური პოტენციალი, რაც არსებობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით.

„ჩვენ ვცდილობთ აშშ-სთან განვავითაროთ ეკონომიკური თანამშრომლობა, გავხადოთ ის კიდევ უფრო ღრმა. აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები არასდროს ყოფილა ასეთ მაღალ დონეზე და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, ჩვენს ქვეყნებს შორის დაიწყოს პირდაპირი ავიარეისები, შესაბამისად, ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს ეკონომიკურ კვლევაზე, რომელიც რამდენიმე კვირაში დასრულდება. ეს დაგვეხმარება ჩვენ, რომ მოვიძიოთ შესაბამისი კომპანია, რომ რაც შეიძლება დროულად დაიწყოს ფრენები ამერიკისა და საქართველოს შორის. პირდაპირი ავიარეისები დაგვეხმარება, რომ ერთი ორად გავზარდოთ ის ეკონომიკური პოტენციალი, რაც არსებობს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური თანამშრომლობის თვალსაზრისით", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG