აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნები 2019 წლის 21 ივლისს ჩატარდება.
არჩევნების დანიშვნის დადგენილება დღეს მიიღო დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტმა.
სააგენტო „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, დადგენილებას მხარი დაუჭირა 20-მა დეპუტატმა 11-ის წინააღმდეგ.