Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

უმრავლესობის წევრს აინტერესებს რატომ არ ახსენა თავდაცვის მინისტრმა რუსეთი


რომან კაკულია
რომან კაკულია

„ქართული ოცნების“ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ რომან კაკულიამ გაოცება გამოხატა იმის გამო, რომ „მინისტრის საათის“ ფორმატით გამოსვლისას თავდაცვის მინისტრს, ლევან იზორიას რუსეთი არ უხსენებია.

„ჩვენ ვიცით, რომ არის ძალიან მკაფიოდ ჩამოყალიბებული რუსული ორიენტაციის ძალა ქვეყანაში, რომელიც თავის რიტორიკად, მიზნის მისაღწევად იყენებს რუსეთის საფრთხეს ჩვენი ქვეყნისადმი ნატოსკენ მიმავალ გზაზე. ის, რომ ბევრ ადამიანს, რომელსაც ევროპული ორიენტაცია გვაქვს და არ გვინდა ვიყოთ ასოცირებული ამ პოლიტიკოსებთან, ცხადია არ ნიშნავს, რომ ეს საფრთხე არ არსებობს“- განაცხადა რომან კაკულიამ. მან თავდაცვის მინისტრს მიმართა, საზოგადოებას მიაწოდოს ინფორმაცია, თუ როგორ უყურებს ამ საკითხს.

ლევან იზორია პარლამენტში დასმულ ამ და სხვა შეკითხვებზე პასუხის გაცემას სხდომაზე გამოცხადებული შესვენების შემდეგ, 16 საათიდან დაიწყებს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG