Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოს საფეხბურთო ნაკრებმა მსოფლიოს რეიტინგში სამი საფეხურით უკან დაიხია


საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრები
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების წევრები

4 აპრილს ფიფამ მსოფლიოს განახლებული სანაკრებო რეიტინგი გამოაქვეყნა და მასში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 94-ე ადგილს იკავებს. ვლადიმირ ვაისის გაწვრთნილი გუნდი წინა მაჩვენებელს სამი პოზიციით ჩამორჩა.

საქართველოს ნაკრებმა ბოლო ორი ოფიციალური თამაში წააგო - ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში 23 მარტს თბილისში დამარცხდა შვეიცარიასთან, ხოლო 26 მარტს - სტუმრად ირლანდიასთან.

მსოფლიოს რეიტინგის ლიდერი ბელგიის ნაკრებია. მეორე და მესამე ადგილებს კი საფრანგეთი და ბრაზილია იკავებენ.

XS
SM
MD
LG