Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ჯო ბაიდენი: „ბევრად უფრო მოწიწებით მოვეპყრობი სხვა ადამიანების პირად სივრცეს“


აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, რომელიც ამჟამად განიხილავს 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარი კანდიდატურის წამოყენების საკითხს, პირველად გააკეთა კომენტარი მის წინააღმდეგ გაკეთებულ ბრალდებებზე, რომლებიც ეხება ქალებისადმი მის დამოკიდებულებას.

ქცევა, რომელიც რამდენიმე ქალმა შეუფერებლად მიიჩნია, ბაიდენმა ახსნა „ადამიანური კონტაქტის“ დამყარების მცდელობით.

„ბევრად უფრო ყურადღებით ვიქნები. ეს ჩემი პასუხისმგებლობაა“, აღნიშნა ბაიდენმა. „ბევრად უფრო მოწიწებით მოვეპყრობი სხვა ადამიანების პირად სივრცეს.“

3 აპრილს კიდევ სამი ქალი მოუყვა „ვაშინგტონ პოსტს“ პოლიტიკოსთან შეხვედრების შესახებ, რომელთა დროსაც ისინი თავს უხერხულად გრძნობდნენ. მთლიანობაში ბაიდენის ქცევით შეშფოთება გამოთქვა შვიდმა ქალმა.

ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი 1998 და 2008 წელს ცდილობდა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას. ამჟამად მას დემოკრატიულ პარტიაში ყველაზე სავარაუდო საპრეზიდენტო კანდიდატად განიხილავენ 2020 წლის არჩევნებისთვის, თუმცა მას ამის შესახებ არავითარი ოფიციალური განცხადება არ გაუკეთებია. საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვებში ის ამჟამად 7 პროცენტით უსწრებს ვერმონტის სენატორ ბერნი სანდერსს. ლიდერთა სამეულშია ასევე სენატორი კალიფორნიიდან კამალა ჰარისი.

XS
SM
MD
LG