Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რატომ მოექეცით TBC-ის განსხვავებულად? - გიგა ბოკერია კობა გვენეტაძეს


რატომ გაქვთ განსხვავებული მიდგომა TBC ბანკის მიმართ და რატომ არ რეაგირებთ სხვა ბანკთან მიმართებით? - ამ შინაარსის შეკითხვით მიმართა „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენელმა დეპუტატმა, გიგა ბოკერიამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს 5 აპრილს, საპარლამენტო მოსმენის ფარგლებში.

გიგა ბოკერიამ კობა გვენეტაძეს კონკრეტული მაგალითი დაუსახელა და სთხოვა, არ გაბედოს „ტყუილის თქმა“, რადგან მას ფაქტის დამადასტურებელი კონკრეტული მტკიცებულებებიც აქვს.

„ერთ-ერთმა მსხვილმა ბანკმა (არა „თიბისიმ“) გასცა მსხვილი სესხი ერთ-ერთ მსხვილ კომერციულ სუბიექტზე... სესხი იმდენად დიდი იყო, რომ თითქმის მათი წლიური შემოსავლის ტოლი იყო და ამიტომ 100%-ით უნდა დარეზედვებულიყო (თქვენ იცით, მე რასაც ვგულისხმობ)...

ეს სესხი აღმოჩნდა ცუდი სესხი, ამ სუბიექტმა ვერ გადაიხადა ეს სესხი. ამიტომ ამ მსხვილმა ბანკმა შექმნა ხელოვნურად შპს, ამ შპს-ს მისცა თავისი ფული, ამ შპს-მ იყიდა პასივები ამ სუბიექტისგან... მენეჯმენტმა, რომელმაც ასეთი ცუდი სესხი გასცა, დამალა ეს ამბავი დამფუძნებლებთან...

თქვენ ეს საქმე განიხილეთ და, TBC-სგან განსხვავებით, გადაწყვიტეთ, რომ არანაირი სანქცია არ დაგეწესებინათ. რას ნიშნავს ეს?! ხომ იცით, რომელ შემთხვევაზეც გეუბნებით?! გთხოვთ, არ გაბედოთ ტყუილის თქმა... ზუსტად ვიცი, მტკიცებულებებით, რა საქმეზე ვსაუბრობ... რატომ გაქვთ განსხვავებული დამოკიდებულება?!“, - მიმართა გიგა ბოკერიამ ეროვნული ბანკის პრეზიდენტს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG