ათობით სამხედრო მოსამსახურე და პოლიციის თანამშრომელი დაიღუპა თალიბების დიდი რაზმის თავდასხმის შედეგად ავღანეთის ჩრდილო-დასავლეთ პროვინცია ბადგისის ერთ-ერთ რაიონში მომხდარი თავდასხმის შედეგად.
რაიონის ხელმძღვანელის, ვარის შერზადის თქმით, თავდასხმა დაიწყო 3 აპრილის ღამეს და პარასკევსაც გრძელდებოდა. ხოლო ავღანეთის უსაფრთხოების ძალებმა, შერზადის თანახმად, 30 მებრძოლი დაკარგეს.
გავრცელებული ცნობებით, რასაც ოფიციალური წყაროებიც ადასტურებენ, თალიბებმა ხელთ იგდეს ადგილობრივი ხელისუფლების განყოფილებები, გარდა ავღანეთის არმიის ბაზისა და პოლიციის მთავარი შტაბისა.
ერთი კვირის წინ იმავე არეალში, ბალა მურგაბში, თალიბების თავდასხმას შეეწირა 50 ჯარისკაცი.