Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საგარეო უწყება უარყოფს ბარსელონაში ჩატარებული სპეცოპერაციის მინისტრის ვიზიტთან კავშირს


საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო „აბსურდულს“ უწოდებს სხვადასხვა მედიაში გავრცელებულ ცნობას, თითქოს საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტს რაიმე კავშირის ჰქონდეს ბარსელონაში ჩატარებულ სპეცოპერაციასთან, - ამის შესახებ განაცხადა საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა, ვლადიმერ კონსტანტინიდიმ ბარსელონაში ესპანელი სამართალდამცავების მიერ გამართული სპეცოპერაციის შესახებ, რომლის დროსაც საქართველოს ათეულობით მოქალაქე დააკავეს.

„დაკავებულების შემთხვევაში გვაქვს ორი კატეგორია. პირველი კატეგორია, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან და ბრალი ედებათ კონკრეტულ დანაშაულებში, მათ შორის, ორგანიზებულ დანაშაულში და მეორე კატეგორია, რომლებსაც დარღვეული აქვთ სავიზო რეჟიმი.“ - აღნიშნა კონსტანტინიდიმ.

ბარსელონაში ჩატარებული მასშტაბური სპეცოპერაციის შედეგად სულ დაკავებულია საქართველოს 66 მოქალაქე. გარდა ამისა, ადმინისტრაციული წესით, საიმიგრაციო წესების დარღვევისთვის დაკავებულია საქართველოს 41 მოქალაქე.

დიპლომატის განმარტებით, როდესაც საქმე ეხება სახელმწიფოში არალეგალურად მყოფ მოქალაქეებს, მოქმედებს ადგილობრივი კანონმდებლობა და არსებობს საერთაშორისოდ გავრცელებული პრაქტიკა, რომ სავიზო რეჟიმის დამრღვევმა მოქალაქეებმა, უნდა

XS
SM
MD
LG