Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ირანის უზენაესი ლიდერი ერაყს მოუწოდებს ქვეყანა დაატოვებინოს აშშ-ის სამხედრო ძალას


ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ერაყი გააფრთხილა, რომ მის ტერიტორიაზე აშშ-ის ჯარების ყოფნას საზიანო შედეგები აქვს და მოუწოდა მათ რაც შეიძლება სწრაფად დაატოვებინოს ქვეყანა.

ერაყის პრემიერ-მინისტრთან, აბდელ აბდულ მაჰდისთან თეირანში შეხვედრის შემდეგ ტვიტერით გამოქვეყნებულ განცხადებებში ხამენეი ეჭვქვეშ აყენებს აშშ-ის მოტივაციას და ამბობს, რომ ის ეწინააღმდეგება ერაყის "ამჟამინდელ დემოკრატიულ წყობას".

ერაყის პრემიერ-მინისტრი ორდღიანი ვიზიტით სტუმრობს მეზობელ ირანს, იმ ფონზე, როცა ქვეყნები ცდილობენ გააღრმავონ კომერციული კავშირები. ერაყი, რომელიც აშშ-სგან ფინანსურ და სამხედრო დახმარებას იღებს, ესწრაფვის დააბალანსოს ურთიერთობა აშშ-სთან და ირანთან, რომელიც გავლენას ახდენს ერაყის შიიტ მოსახლეობაზე.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG