Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანა აშენდება


საქართველოში ელექტრომობილების წარმოება დაიწყება, - ამის თაობაზე 6 აპრილს განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ეკო მიმართულებით მომუშავე ინდუსტრიული ბიზნესჯგუფის პრეზენტაციაზე.

პრემიერის თქმით, კომპანია „Changan"-მა, რომელიც ელექტრომობილების მწარმოებელი მსხვილი კომპანიაა, გადაწყვეტა ელექტრომობილების ქარხანა საქართველოში აშენდეს. "Changan"-ის სტრატეგიული პარტნიორები არიან კომპანიები: "ვოლვო", "ფოლკსვაგენი" და „ფორდი".

„უკვე 2020 წლიდან ჩვენ შევძლებთ ბაზარს მივაწოდოთ ელექტრომობილები. ჩვენ შევარჩიეთ ქალაქიც - ქალაქი, რომელსაც აქვს დიდი ინდუსტრიული გამოცდილება, ქალაქი, რომელიც თითოეულ ქართველს უყვარს - ელექტრომობილების ქარხანა ქუთაისში აშენდება. მე მინდა ქუთაისელებს მივულოცო. ქარხნის წარმადობა იქნება 40 000 ავტომობილი, საიდანაც 50 პროცენტი განკუთვნილი იქნება შიდა ბაზრისთვის, ხოლო 20 000 ავტომობილი ევროკავშირში ექსპორტზე იქნება გატანილი. ეს არის უდიდესი წარმატება", - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ქარხანაში ოთხი მოდელის ავტომობილის დამზადება იგეგმება. მამუკა ბახტაძის განცხადებით საქართველოში წარმოებული ელექტრომობილები წარწერით - Made in Georgia - ევროპულ ბაზარზე საქართველოდან მთავარი საექსპორტო პროდუქტი იქნება.

XS
SM
MD
LG