Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

დიღმის მასივში სამი ადამიანი დაშავდა, სავარაუდოდ, გაზის აფეთქების შედეგად


დიღმის მასივის მეოთხე კვარტალში, ხუთსართულიან კორპუსში, სავარაუდოდ, გაზის გაჟონვის გამო აფეთქება მოხდა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში რადიო თავისუფლებას უთხრეს, რომ აფეთქებას ნგრევა მოჰყვა. დაშავებულია სამი ადამიანი. ჯერჯერობით უცნობია დაშავებულთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სიმძიმე, ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.

საგანგებო სიტუაციათა სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე 10 სამაშველო ბრიგადა მუშაობს.

XS
SM
MD
LG