Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ზუგდიდში სანდრა რულოვსის წარდგენა მედიისთვის დახურული იქნება


გაერთიანებულმა ოპოზიციამ სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერობის კანდიდატად 22 მარტს დაასახელა.
გაერთიანებულმა ოპოზიციამ სანდრა რულოვსი ზუგდიდის მერობის კანდიდატად 22 მარტს დაასახელა.

გაერთიანებული ოპოზიციის ზუგდიდის მერობის კანდიდატს სანდრა რულოვსს ზუგდიდში დღეს განსხვავებული ფორმატით წარადგენენ. როგორც რადიო თავისუფლებას კანდიდატის პრესსამსახურში განუცხადეს, წარდგენის კადრებს თავად გაავრცელებენ. პრესსამსახურში არ აკონკრეტებენ, სად გაიმართება შეხვედრა და ვინ დაესწრება მას. ამბობენ, რომ ეს არ იქნება „კლასიკური ტიპის“ წარდგენა და დეტალებს „სიურპრიზად“ ტოვებენ.

დღეს, დილით სანდრა რულოვსი ხარების დღესასწაულთან დაკავშირებით საკათედრო ტაძარსა და დადიანების ეზოში მდებარე ეკლესიაში იმყოფებოდა. მოგვიანებით ის პანკისის ხეობაში სპეცოპერაციისას სასიკვდილოდ დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილის მამასთან, მალხაზ მაჩალიკაშვილთან ერთად ზუგდიდის სოფელ შამგონაში იმყოფებოდა. მათ საოკუპაციო ხაზის კვეთის ბრალდებით დაკავებული გელა როსტობაიას ოჯახს მხარდაჭერა გამოუცხადეს.

„მითხრეს გქონდეთ ჩვენი იმედიო“, - უთხრა რადიო თავისუფლებას დაკავებულის მამამ იანურ როსტობაიამ.

პოლიტიკურმა გაერთიანებამ „ძალა ერთობაშია“ ზუგდიდის მერის რიგგარეშე არჩევნებში მონაწილე კანდიდატად სანდრა რულოვსი 22 მარტს დაასახელა. მას შემდეგ რულოვსი საცხოვრებლად ზუგდიდში გადავიდა და რეგისტრაციაც გაიარა იუსტიციის სახლში.

სანდრა რულოვსი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაჟორიტარადაც იყრიდა კენჭს 2016 წლის არჩევნებზე. პირველ ტურში ვერც მან და ვერც მმართველი პარტიის კანდიდატმა ედიშერ თოლორაიამ ვერ მიიღო ხმების 50%-ზე მეტი. მეორე ტურში მონაწილეობაზე კი რულოვსმა უარი განაცხადა იმ მიზეზით, რომ მას არჩევნები პირველ ტურში „მოპარეს“.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG