საქართველოს ძალოსანთა ნაკრების წევრმა შოთა მიშველიძემ ბათუმში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე მცირე ოქროს მედალი მოიპოვა.
61 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ქართველმა ძალოსანმა მეორე მოძრაობაში - აკვრაში 156-კილოგრამიანი შტანგა ასწია და ჩემპიონი გახდა. პირველ მოძრაობაში - ატაცში და ორჭიდის ჯამში მიშველიძეს საპრიზო სამეულამდე თითო საფეხური დააკლდა. ატაცში 125-კილოგრამიანი შტანგა დაიმორჩილა და ორჭიდში 281 კილოგრამი მოაგროვა, რაც მეოთხე შედეგი იყო.
იმავე წონით კატეგორიაში, საქართველოს ნაკრების კიდევ ერთმა წევრმა რამინ შამილიშვილმა მეხუთე ადგილი დაიკავა, 276 კილოგრამით.
8 აპრილს მედლები 67 კილოგრამ წონით კატეგორიაში გათამაშდება. საქართველოს სახელით კი ფიცარნაგზე გოგა ჩხეიძე გავა.