Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

აშშ ლიბიელ სამხედრო მეთაურს მოუწოდებს, შეაჩეროს იერიში ტრიპოლიზე


თვითგამოცხადებული "ლიბიის ეროვნული არმიის" წევრები
თვითგამოცხადებული "ლიბიის ეროვნული არმიის" წევრები

აშშ გამოთქვამს „ღრმა შეშფოთებას“ ლიბიის დედაქალაქ ტრიპოლისთან მიმდინარე ბრძოლის გამო და მოითხოვს, დაუყოვნებლივ შეწყდეს იერიში, რომელსაც უძღვება რუსეთის მხარდაჭერით მოქმედი სამხედრო მეთაური, ხალიფა ჰაფტარი. ის სათავეში უდგას თვითგამოცხადებულ „ლიბიის ეროვნულ არმიას“.

ლიბიის ეროვნული თანხმობის მთავრობის განცხადებით, 7 აპრილს სამხრეთ ტრიპოლიში ბრძოლის შედეგად დაიღუპა შვიდი და დაიჭრა 23 ადამიანი. გაერო მხარს უჭერს ეროვნული თანხმობის მთავრობას.

ასევე 7 აპრილს ჰაფტარის რაზმებმა გამოაცხადეს, რომ საჰაერო ირიში მოაწყეს ტრიპოლის აეროპორტთან. ამ იერიშით კიდევ უფრო გამწვავდა შეიარაღებული დაპირისპირება დაზავებისაკენ გაეროს მოწოდების მიუხედავად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG