Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგი უგულავა: ვეთანხმები ივანიშვილს- ეშმაკი ყოფს! მთავარი ეშმაკი კი თავადაა


„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა ბიძინა ივანიშვილის ღის წერილს ფეისბუკის საკუთარ გვერდზე ეხმაურება და წერს, რომ ივანიშვილმა თავად დაყო ქვეყანა ღვარძლით, ბოღმით და შურისძიებით.

გიგი უგულავა წერს, რომ ივანიშვილმა თავად გააჩინა ამოუვსები ნაპრალები საზოგადოებაში. და რომ მთავარი ეშმაკის ფეხი თავადაა:

„ვეთანხმები ივანიშვილს, რომ „ქვეყანა ეკონომიკურ კოლაფსშია". ძლივს აღიარა! მაგრამ ჰოი საოცრებავ - ყველა მთავრობის ბრალია ეს და ყველაზე ნაკლებად თურმე ამ ბედოვლათების, ვინც ბოლო 7 წელია მართავს ქვეყანას.

ვეთანხმები ივანიშვილს, რომ პირველი ოქტომბერი მნიშვნელოვანი მოვლენა იყო ქვეყნის ისტორიაში. მაგრამ როცა მას 9 აპრილს ადარებ, თან ისე რომ ვარდების რევოლუციას არ ახსენებ, უბრალოდ, მეწვრილმანე მატყუარა ხარ. არ დარდება ქვეყნის დამოუკიდებლობა და თავისუფლება საბჭოთა კავშირიდან, ერთი პარტიის მეორეზე გამარჯვებასთან“, - წერს გიგი უგულავა.

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ბიძინა ივანიშვილმა გამოაქვეყნა ღია წერილი, რომელიც 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკული მოვლენებიდან 30-ე წლისთავს ეძღვნება.

XS
SM
MD
LG