Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გოგორიშვილი გვენეტაძეს: თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რომ ადამიანს 2000 ლარი სესხად დასჭირდეს


პარლამენტის დეპუტატმა „ევროპული საქართველოდან“ ხათუნა გოგორიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას ურჩია ახალ საბანკო წესებთან დაკავშირებით მთავრობის მიმართ ყველა ბერკეტი გამოიყენოს და ნაწილობრივ მაინც შეცვალოს ეს წესები.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს კი უთხრა, რომ ის ვერ ხედავს, თუ რა მძიმე ტვირთად დააწვა ეს ცვლილება ხალხს, რადგან ის „სხვა საქართველოში ცხოვრობს.

თავიდან ვიფიქრე, რომ თქვენ თქვენს გადაწყვეტილებას იცავდით, მაგრამ მერე ვნახე თქვენი დეკლარაცია და დავრწმუნდი, რომ თქვენ სხვა ქვეყანაში ცხოვრობთ, თქვენ არ ცხოვრობთ საქართველოში. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რომ ადამიანს შეიძლება ჰქოდნეს სესხი. თვიქთ კიდეც, რომ სესხი არასოდეს მქონიაო. თქვენ ვერ წარმოიდგენთ, რომ ადამიანს 2000 და 3000 ლარი სესხად დასჭირდეს, რადგან ეს თქვენი ერთი ან ორი დღის შემოსავალია. ამიტომ, ჩემო ძვირფასო კოლეგებო, ნუ მივანდობთ ასეთ გადაწყვეტილებებს, ჩვენი მოქალაქეების ბედს ადამიანს, რომელსაც წელიწადში 405 ათას ლარზე მეტი აქვს შემოსავალი,“ - განაცხადა ხათუნა გოგორიშვილმა.

გოგორიშვილმა კობა გვენეტაძეს ასევე გაახსენა მისი მოწოდება მოქალაქეებსიადმი, საბანკო ვალდებულებების ლარის ანგარიშზე გადატანის შესახებ და უთხრა, რომ თავად მას, გვენეტაძეს 41 საბანკო ანგარიშიდან 16 ანგარიში დოლარს აქვს გახსნილი.

"დოლარის ამ ანგარიშზე 585 482 დოლარი გაქვთ, ყველას ასწავლით, რომ ანგარიში ლარში ჰქონდეთ, თქვენ კი დოლარში გაქვთ. ნუ დაგვმოძღვრავთ და იფიქრეთ, რომ ყველა თქვენნაირად მოსახლეობის ერთ პროცენტში არ შედის", - უთხრა ხათუნა გოგორიშვილმა კობა გვენეტაძეს.

ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს დღეს საკანონმდებლო ორგანოში უსმენენ.

XS
SM
MD
LG