აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის უფროსის თქმით, დემოკრატი კანონმდებლები ვერასოდეს იხილავენ მონაცემებს ტრამპის გადასახადებზე.
ადმინისტრაციის უფროსმა, მიკ მალვეინიმ ტელეკომპანია ფოქს ნიუსს კვირას უთხრა, რომ კონგრესში დემოკრატების მიერ ტრამპის გადასახადების გამოქვეყნების მოთხოვნა წარმოადგენს "პოლიტიკურ ფანდს".
დემოკრატმა კონგრესმენმა, რიჩარდ ნილმა შემოსავლების სამსახურს ოფიციალურად სთხოვა კონგრესს წარუდგინოს ტრამპის პირადი და ზოგიერთი ბიზნესის გადასახადების ექვსი წლის ისტორია. ნილი ითხოვს 2013-2018 წლების მონაცემებს, გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულების პრინციპების საფუძველზე. "ეს არ მოხდება, და მათ ეს იციან" - განაცადა მალვეინიმ. მისი თქმით, აშშ-ის კანონი კონგრესს უფლებას აძლევს გარკვეული მიზეზებით განიხილოს გადასახადების დოკუმენტები, მაგრამ "პოლიტიკური თავდასხმა ამ მიზეზებში არ შედის".