Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ავღანეთში დაიღუპა სამი ამერიკელი ჯარისკაცი და ერთი კონტრაქტორი


სამი ამერიკელი ჯარისკაცი და ერთი კონტრაქტორი დაიღუპა ავღანეთში, ნატოს მთავარი საავიაციო ბაზის მახლობლად გზაზე დანაღმული ავტომანქანის აფეთქების შედეგად.

თავდასხმაზე პასუხისმგებლობა იკისრა თალიბანმა.

ნატოს „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის განცხადების თანახმად, ამერიკელები 8 აპრილს დაიღუპნენ ქაბულიდან 50 კილომეტრის დაშორებით მდებარე ბაგრამის საავიაციო ბაზის მახლობლად.

აფეთქების შედეგად დაიჭრა სამი ამერიკელი ჯარისკაცი, რომლებსაც სასწრაფო დახმარება დასჭირდა.

ავღანეთში აშშ-ის არმიის ოფიციალური წარმომადგენლის, პოლკოვნიკ დევიდ ბატლერის ცნობით, დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა სამხედრო კოლონის მახლობლად. დაღუპული ჯარისკაცების ვინაობა გასაიდუმლოებული იქნება 24 საათის განმავლობაში, ვიდრე სახელმწიფო დეპარტამენტის წესდების თანახმად, დაღუპულთა ოჯახების ნათესავები არ იქნებიან ინფორმირებული.

XS
SM
MD
LG