Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ილია მეორემ 9 აპრილის მემორიალთან პანაშვიდი გადაიხადა


რუსთაველის გამზირზე, 9 აპრილის მემორიალთან საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დაღუპულთა ხსოვნას მიაგო პატივი და მათი სულების მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.

30 წლის წინ, 9 აპრილის ღამით სწორედ ილია მეორემ მოუწოდა მთავრობის სასახლის წინ შეკრებილ დემონსტრანტებს ქაშვეთის ეკლესიისკენ გადანაცვლებისკენ და მოსალოდნელი საფრთხის შესახებ აცნობა. თუმცა ხალხისგან უარი მიიღო, რის შემდეგაც, დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილი ათასობით ადამიანი საბჭოთა არმიის ჯარისკაცებმა დაარბიეს.

9 აპრილის ტრაგედიას 1989 წელს 21 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG