ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დაარღვია ოპოზიციონერი პოლიტოკოსის, ალექსეი ნავალნის უფლება შიდა პატიმრობის მისჯის შესახებ მის მიმართ 2014 წელს გამოტანილი გადაწყვეტილებით.
ევროსასამართლომ რუსეთის ხელისუფლება დაადანაშაულა ნავალნის უფლებების დარღვევაში
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ხელისუფლებამ დაარღვია ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის უფლება შიდა პატიმრობის მისჯის შესახებ მის მიმართ 2014 წელს გამოტანილი გადაწყვეტილებით.
ნავალნიმ ევროსასამართლოს მიმართა სარჩელით მოსკოვის სასამართლოს 2014 წლის განაჩენის გასაჩივრების თაობაზე. მისთვის შიდა პატიმრობის შეფარდების მიზეზი გახდა პროკურატურის გამომძიებლების მიერ მიმდინარე გამოძიება ნავალნის მიერ სავარაუდო გაფლანგვის საქმეზე, რაშიც თითქოსდა ჩართული იყო ცნობილი ფრანგული კოსმეტიკური ფირმა „ივ როშე“ (Yves Rocher).
2014 წლის დეკემბერში ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი მოსკოვის სასამართლომ დამნაშავედ ცნო, „ივ როშის“ და კიდევ ერთი ფირმის ფილიალებიდან, 30 მილიონი რუბლის (442 ათასი $) გაფლანგვაში.
მაგრამ სტრასბურგში მდებარე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2017 წლის ოქტომბერში დაადგინა, რომ ნავალნის და მის ძის მიმართ დაირღვა სამართლიანი სასამართლოს პრინციპი.