Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ნინო ლომჯარია: ეს დღე გვაერთიანებს, როგორც ერს დამოუკიდებლობის იდეის გარშემო


საქართველოს სახალხო დამცველმა და სხვადასხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალს პატივი მიაგეს.

სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, საქართველოს თითოეული მოქალაქის ვალია, გაიხსენოს ის დიდი მსხვერპლი, რომელიც 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობის მოპოვების გზაზე გაიღო.

„მშვიდობიანი ანტისაბჭოთა დემონსტრაცია საბჭოთა სამხედროებმა დაარბიეს. ეს არის დიდი ტრაგედია მთელი ერისთვის. თუმცა, მეორეს მხრივ, ეს დღე გვაერთიანებს, როგორც ერს დამოუკიდებლობის იდეის გარშემო. ვფიქრობ, ყოველ წელს ვალდებული ვართ მოვიდეთ, გავიხსენოთ ეს დღეები და პატივი მივაგოთ გარდაცვლილთა სულებს", - განაცხადა სახალხო დამცველმა.

საქართველოში კათოლიკური ეკლესიის მთავარეპისკოპოსის, ჯუზეპე პაზოტოს სიტყვებით კი, 9 აპრილი ერთი გრძელი ქადაგებაა, რომელიც მთელი მსოფლიოსთვის მაგალითს წარმოადგენს და ამ დღეს ყველამ უნდა გამოხატოს პატივისცემა იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც თავი შესწირეს საქართველოს.

30 წლის წინ დატრიალებული ტრაგედიის დროს დაღუპულთა ოჯახის წევრებს უსამძიმრევს სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს დასავლეთ საქართველოს მუფთი ბეგლარ ქამაშიძე. მისი თქმით, 9 აპრილი არის მაგალითი ქვეყნის დამოუკიდებლობისთვის თავგანწირვისა და ერთიანობისა.

XS
SM
MD
LG