Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გიგა ბოკერია: 9 აპრილი ერთიანობის დღეცაა


1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს პარტია „ევროპული საქართველოს“ ლიდერებმა. გიგა ბოკერიას შეფასებით, 9 აპრილი ერთდროულად არის ტრაგიკული და ერთიანობის დღე.

„ამ დღეს ჩვენი მოქალაქეების სიცოცხლე შეეწირა ჩვენი თავისუფლებისთვის ბრძოლას, მაგრამ ამავე დროს, არის დღე ერთიანობის, რომელიც იშვიათად ყოფილა ჩვენს უახლეს ისტორიაში, მთელი საზოგადოების გაერთიანების, ჩვენი მომავლის, ჩვენი ქვეყნისა და პერსონალური თავისუფლების გარშემო“ - განაცხადა გიგა ბოკერიამ. მისი თქმით, 9 აპრილი უნდა დარჩეს არა დაპირისპირების, არამედ გაერთიანების დღედ, რათა გარანტირებული იყოს საქართველოს და მისი მოქალაქეების თავისუფლება.

1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაარბია საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიანი აქცია. დაიღუპა 21 ადამიანი.

1991 წლის 9 აპრილს საქართველომ აღდგენილად გამოაცხადა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG