Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

"დემოკრატიულმა მოძრაობამ" პატივი მიაგო 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას


პარტია „დემოკრატიული მოძრაობის" წევრებმა იმყოფებოდნენ საქართველოს პარლამენტის წინ მდებარე მემორიალთან, სადაც პატივი მიაგეს 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას. პარტიის წევრის, გიგლა ბარამიძის განცხადებით, 9 აპრილის ტრაგედიიდან 30 წლის შემდეგაც საქართველო ბევრი დილემის წინაშეა.

„ეს არის ძალიან ტრაგიკული დღე, იმიტომ, რომ დაიღვარა სისხლი და ჩვენი საოცარი, ნიჭიერი ახალგაზრდების ნაწილი შეეწირა ამ იდეას. მეორე მხრივ, არის სიმბოლური დღე გამარჯვების და წარმატების. 30 წლის თავზე ჩვენ ისევ გაერთიანების და ტერიტორიების დაბრუნების პრობლემა გვაქვს და ამ კუთხით არაფერი შეცვლილა“, - განაცხადა გიგლა ბარამიძემ.

1989 წლის 9 აპრილს, საბჭოთა ჯარმა თბილისში, რუსთაველის გამზირზე დაარბია საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე მშვიდობიანი აქცია. დაიღუპა 21 ადამიანი.

1991 წლის 9 აპრილს საქართველომ აღდგენილად გამოაცხადა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG