Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თბილისის ქუჩებს 9 აპრილის მსხვერპლთა სახელები მიენიჭება


თბილისის ქუჩებს 9 აპრილის ღამეს დაღუპულთა სახელები დაერქმევა. პირველ ეტაპზე გადაწყდა, რომ ქუჩებს დაღუპული 6 ქალის სახელები მიენიჭება.

ივერთუბანში გაჩნდება მზია ჯინჭარაძის, თამუნა დოლიძის, თინა ენუქიძის, მანანა ლოლაძის, ელისო ჭიპაშვილისა და თამარ მამულაშვილის სახელობის ქუჩები.

9 აპრილის ტრაგედიის კიდევ ორი მსხვერპლი ქალის - თამარ ჭოველიძისა და ეკა ბეჟანიშვილის სახელობის ქუჩები თბილისში უკვე წლებია არსებობს.

“30 წელი გავიდა 9 აპრილის ტრაგედიიდან და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანია კიდევ ერთხელ გავიხსენოთ ამ ადამიანების ღვაწლი და თავდადება ჩვენი ქვეყნის წინაშე იმისთვის, რომ მომავალმა თაობებმა იცოდნენ მათი სახელები, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას შესწირა თავი.

სწორედ ამ მიზანს ემსახურება სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის ინიციატივა. დღეს დავაინიცირეთ საკითხები - დედაქალაქში 6 ქუჩას, ჩუღურეთის რაიონში, კერძოდ - ივერთუბანში, 9 აპრილის ტრაგედიის დროს დაღუპული 6 ქალის სახელი მიენიჭება,“ - განაცხადა სახელდებისა და სიმბოლიკის კომისიის თავმჯდომარემ, თინათინ ნიბლოშვილმა.

თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის, გიორგი ტყემალაძის ინფორმაციით, პროცესი გაგრძელდება და თბილისის ქუჩებს ეტაპობრივად ყველა იმ ადამიანის სახელი მიენიჭება, ვინც 9 აპრილს თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა.

„ყველა ის ადამიანი, რომელიც ტრაგიკულად დაიღუპა და შეეწირა საქართველოს თავისუფლებას, იმ ჩვენი თანამოქალაქეების, გმირების სახელდებით მოხდება სხვა ქუჩებიც.

შესაბამისად, ეს პროცესი იქნება გაგრძელებული და დღევანდელი გადაწყვეტილებით მიენიჭება 6 ქუჩას, ხოლო შემდეგ უკვე - დანარჩენი ქუჩები იქნება სახელდებული", - განაცხადა გიორგი ტყემალაძემ.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG