Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

რუსთავში 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი მსვლელობა გაიმართა


რუსთავში 9 აპრილის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი მსვლელობა მოეწყო იმ მარშრუტზე, რომელზედაც ეროვნული მოძრაობის აქტივისტებმა 1989 წლის 7 აპრილს საპროტესტო მსვლელობა გამართეს.

აქციაში მონაწილეობდნენ რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, ქვემო ქართლის გუბერნატორი შოთა რეხვიაშვილი, ეროვნული მოძრაობის ვეტერანები, მოსწავლეები და სხვა რუსთაველები. მსვლელობა 9 აპრილის მემორიალთან დასრულდა.

დღევანდელი აქციის მონაწილეებმა 9 აპრილის მემორიალი გვირგვინებით შეამკეს. გაიმართა მოკლულთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი; მოეწყო 9 აპრილს დაღუპულთა და ტრაგიკული მოვლენების ამსახველი ფოტოების გამოფენა.

1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას მძიმე საბრძოლო ტექნიკით, ნიჩბებით და მომწამვლელი ნივთიერებებით შეიარაღებულმა საბჭოთა კავშირის სპეციალური დანიშნულების სამხედრო ნაწილებმა სასტიკად დაარბიეს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, დამოუკიდებლობის მოთხოვნით მიმდინარე აქცია. აქცია მიმდინარეობდა რუსთავშიც, რომელიც შს სამინისტროს სპეცდანიშნულების რაზმმა დაშალა. იმ დილითვე დააპატიმრეს რუსთავის აქციის ორგანიზატორები და რამდენიმე მოშიმშილე ახალგაზრდა, რომლებიც მოგვიანებით გამოუშვეს.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG