Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ყაზახეთში ვადამდელი არჩევნები 9 ივნისს დაინიშნა


ყაზახეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები 9 ივნისს გაიმართება - აცხადებს სახელმწიფოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებელი, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევი. ეს ნიშნავს, რომ არჩევნები ჩატარდება დანიშნულზე თითქმის ერთი წლით ადრე, იმ ფონზე, როცა გასულ თვეში გადადგა ნურსულთან ნაზარბაევი, ქვეყნის 30 წლის განმავლობაში მართვის შემდეგ.

ტელევიზიით გადაცემულ გამოსვლაში ტოყაევმა განაცხადა, რომ უზრუნველყოფს "თავისუფალი და სამართლიანი" არჩევნების ჩატარებას, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ამ ქვეყანაში ჩატარებული არც ერთი არჩევნები არ შეუფასებიათ დემოკრატიულად საერთაშორისო დამკვირვებლებს. ტოყაევმა თქვა, რომ ვადამდელი არჩევნების ჩატარების გადაწყვეტილება ნაზარბაევთან მოლაპარაკების შემდეგ მიიღო. თავის გამოსვლაში ტოყაევი ექსპრეზიდენტს უწოდებდა "ელბასის", რაც "ერის უხუცესს" ნიშნავს - წოდებას, რომელიც ნაზარბაევს მისმა ერთგულმა პარლამენტმა 2010 წელს მიანიჭა.

ნაზარბაევი, რომელიც ამჟამად 78 წლისაა, 1990 წლიდან იყო პრეზიდენტი. ის რჩება მმართველი პარტიის და გავლენიანი უშიშროების საბჭოს ხელმძღვანელად.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG