Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ვახტანგ კოტეტიშვილის “დაჩოქილი მამაკაცის ფიგურა” საქართველოს ეროვნულ მუზეუმს საჩუქრად გადაეცემა


საბჭოთა რეჟიმის მიერ რეპრესირებული მოქანდაკის, ვახტანგ კოტეტიშვილის შვილიშვილი, მხატვარი გუგა კოტეტიშვილი თავისი ბაბუის ცნობილ ქანდაკებას “დაჩოქილი მამაკაცის ფიგურას” საქართველოს ეროვნულ მუზეუმს ჩუქნის.

ეროვნული მუზეუმის ცნობით, ვახტანგ კოტეტიშვილის, როგორც რეპრესირებული მხატვრისა და მოქანდაკის ნამუშევრები ათწლეულების განმავლობაში არ იფინებოდა საგამოფენო სივრცეებში. მისი სახელი კი სახელოვნებო ლიტერატურულიდან გამქრალი იყო.

„სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გამოფენაზე „წითელი ტერორი და ქართველი მხატვრები" წარმოდგენილმა კოტეტიშვილის ექვსმა ნამუშევარმა დამთვალიერებლის უდიდესი ყურადღება მიიპყრო. განსაკუთრებულია „დაჩოქილი მამაკაცის ფიგურა“, რომელიც დიდ მხატვრულ ღირებულებასთან ერთად, 30-იანი წლების ქართულ ხელოვნებაში ის იშვიათი ნამუშევარია, რომელიც აჩვენებს ტოტალიტარულ სახელმწიფოში მცხოვრები ადამიანის რეალურ სახეს“, - ვკითხულობთ ეროვნული მუზეუმის მიერ გავრცელებულ ცნობაში.

კოტეტიშვილის „დაჩოქილი მამაკაცის ფიგურა“ 10 აპრილიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის თანამედროვე ქანდაკების კოლექციის ნაწილი გახდება.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG