Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

პრეზიდენტს თამარ ჭოველიძე სიიდან გამორჩა


1989 წლის 9 აპრილს დაღუპული თამარ ჭოველიძის მამამ, არკადი ჭოველიძემ პრეზიდენტთან გამართული შეხვედრა პროტესტის ნიშნად დატოვა. მისი პროტესტი მოჰყვა იმას, რომ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს დაღუპულთა გვარების ამოკითხვისას თამარ ჭოველიძის გვარი გამორჩა.

„როგორ რატომ მივდივარ? ჩემი შვილი არ ახსენეს საერთოდ. ჩემი შვილი თუ არ ახსენეს, რისთვის დამიძახეს.“- განაცხადა არკადი ჭოველიძემ.

ტექნიკური შეცდომა უწოდა პრეზიდენტის ადმინისტრაციამ მომხდარს. ადმინისტრაციის განმარტებით, თამარ ჭოველიძის გვარი სიაში იყო.

მიღების დასასრულს პრეზიდენტის პრესპიკერმა ხატია მოისწრაფიშვილმა 9 აპრილს დაღუპული 21 ადამიანის სია ხელახლა წაიკითხა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში, 1989 წლის 9 აპრილს დაღუპულთა ოჯახის წევრებისა და საქართველოს სახელმწიფოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტის ხელმომწერებისათვის მიღება გამართა.

XS
SM
MD
LG