Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ტრამპი ევროკავშირს ემუქრება მილიარდობით დოლარის ტარიფებით „ერბასის“ სუბსიდირებისათვის


აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ევროკავშირს დაემუქრა 11 მილიარდ დოლარზე მეტი ღირებულების ნაწარმზე ტარიფების დაწესებით კომპანია „ერბასის“ სუბსიდირების გამო.

„ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციამ დაადგინა, რომ ევროკავშირის მიერ „ერბასის“ სუბსიდირება უარყოფითად მოქმედებს შეერთებულ შტატებზე, რომელიც ახლა ტარიფებს დაუწესებს ევროკავშირის 11 მილიარდი დოლარის ღირებულების ნაწარმს“, დაწერა ტრამპმა 9 აპრილს ტვიტერში.

წინასწარი სიით, რომელიც ვაჭრობის სფეროში აშშ-ის წარმომადგენლებმა გაავრცელეს, ტარიფები დაუწესდება „ერბასის“ მიერ წარმოებულ ვერტმფრენებსა და თვითმფრინავებს, ისევე როგორც ევროპიდან ექსპორტზე გასულ ყველს, ღვინოსა და ხამანწკებს.

თვითმრინავების მწარმოებელი კომპანიების, ამერიკული „ბოინგისა“ და ევროპული „ერბასის“ გარშემო უთანხმოება გამწვავდა ჯერ კიდევ 2004 წელს, როცა ვაშინგტონმა ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანია და ესპანეთი დაადანაშაულა „ერბასის“ უკანონო სუბსიდიებითა და გრანტებით დახმარებაში.

XS
SM
MD
LG