Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

თურქეთის მმართველი პატია მოითხოვს სტამბოლში მერის არჩევნების ხელახლა ჩატარებას


სტამბოლის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი ექრემ იმამოღლუ, რომელმაც, წინასწარი შედეგებით, გაიმარჯვა 31 მარტის მუნიციპალურ არჩევნებში
სტამბოლის მერობის ოპოზიციონერი კანდიდატი ექრემ იმამოღლუ, რომელმაც, წინასწარი შედეგებით, გაიმარჯვა 31 მარტის მუნიციპალურ არჩევნებში

თურქეთის მმართველი „სამართლიანობისა და განვითარების პარტია“ (AKP) აცხადებს, რომ მოითხოვს სტაბოლში მერის არჩევნების განმეორებით ჩატარებას. წინასწარი ინფორმაციით, არჩევნებში ოპოზიციური ალიანსის კანდიდატმა გაიმარჯვა.

AKP-ის თავმჯდომარის მოადგილე ალი იჰსან იავუზმა 9 აპრილს უთხრა ჟურნალისტებს, რომ არჩევნები ხელახლა უნდა ჩატარდეს, რადგან დარღვევებმა გავლენა მოახდინა კენჭისყრის შედეგზე.

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოანის პარტიამ მნიშვნელოვანი უკუსვლა განიცადა 31 მარტის მუნიციპალური არჩევნების შედეგად. ქვეყნის მმართველი კოალიციის კანდიდატები დამარცხდნენ დედაქალაქ ანკარასა და სხვა დიდ ქალაქებში.

სტამბულში ხმების მთლიანად დაცვლის შედეგებით, ოპოზიციური „რესპუბლიკური სახალხო პარტიის“ კანდიდატი, ექრემ იმამოღლუ, ლიდერობს 25 ათასამდე ხმის უპირატესობით. მაგრამ უმაღლეს საარჩევნო საბჭოს ჯერ არ გამოუცხადებია საბოლოო შედეგები, რადგან ელოდება საჩივრების განხილვას.

AKP-ის მოთხოვნით, უმაღლესი საარჩევნო საბჭო დათანხმდა ბიულეტენების ნაწილის ხელახლა დათვლას, მაგრამ წინააღმდეგია, რომ ქალაქში არჩევნები განმეორებით ჩატარდეს.

AKP ამ გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს.

XS
SM
MD
LG