Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

საქართველოდან ჯეკ შეფერდის ექსტრადიცია დღეს მოხდება


ჯეკ შეფერდი თბილისის საქალაქო სასამართლოში. 2019 წლის 26 მარტი
ჯეკ შეფერდი თბილისის საქალაქო სასამართლოში. 2019 წლის 26 მარტი

დღეს საქართველო დიდ ბრიტანეთს გადასცემს ამ ქვეყნის მოქალაქეს, 31 წლის ჯეკ შეფერდს. მას სამშობლოში ბრალად ედება 24 წლის შარლოტ ბრაუნის გაუფრთხილებლობით მკვლელობა.

ჯეკ შეფერდი თბილისში პოლიციას 2019 წლის 23 იანვარს ჩაბარდა, რის შემდეგაც ის დააკავეს.

26 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ დასაშვებად ცნო დიდი ბრიტანეთისთვის შეფერდის გადაცემა. ის ექსტრადიციას დათანხმდა და გადაწყვეტილება არ გაუსაჩივრებია.

8 აპრილს, საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა გამოსცა ბრძანება, რომლითაც საბოლოოდ დაკმაყოფილდა დიდი ბრიტანეთის შუამდგომლობა ჯეკ შეფერდის ექსტრადიციის შესახებ.

შეფერდს დიდი ბრიტანეთის შესაბამისი ორგანოების წარმომადგენლებს გადასცემენ საქართველოს სპეციალური პენიტენციური სამსახურის თანამშრომლები.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG