Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის საქმეზე სასამართლო დავა გრძელდება


მუსლიმი თემის წარმომადგენლები ბათუმის სასამართლსოთან
მუსლიმი თემის წარმომადგენლები ბათუმის სასამართლსოთან

ბათუმის საქალაქო სასამართლოში განახლდა ქალაქის მერიის წინააღმდეგ მუსლიმი თემის წარმომადგენელთა სარჩელის განხილვა.

დავის საგანია ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის ადგილი.

მუსლიმი თემის თვითორგანიზებულმა ჯგუფმა რამდენიმე წლის წინ შეიძინა ადგილი გენერალ აბაშიძის ქუჩაზე და იქ მეჩეთის აშენების ნებართვისთვის მერიას მიმართა.

2017 წლის მაისში ბათუმის მერიამ „ახალი მეჩეთის მშენებლობის ფონდს'' ნებართვაზე უარი უთხრა იმ მოტივით, რომ ადგილი მაღალი ინტენსივობის საცხოვრებელი ზონაა და იქ არც საკულტო ნაგებობისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მოწყობის შესაძლებლობა არსებობს.

მუსლიმი თემის წარმომადგენლები სასამართლოსგან ითხოვენ მერიის გადაწყვეტილების გაუქმებას და ნებართვის მიღებას. მათ ინტერესებს იცავენ „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი“ და „ტოლერანტობისა და მრავალფეროვნების ინსტიტუტი,“ რომლებიც ბათუმის მერიის გადაწყვეტილებას რელიგიური ნიშნით დისკრიმინაციად აფასებენ.

სასამართლოს დღევანდელ სხდომაზე ბათუმის მერიის იურისტმა ითხოვა განხილვის გადადება იმ მოტივით, რომ საკითხის დიალოგის გზით მოგვარების რესურსი კვლავ არსებობს და ეს პროცესი ამჟამადაც გრძელდება. მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.

ბათუმის სასამართლოსთან შეკრებილნი არიან მუსლიმი თემის წარმომადგენლები. ქართველი მუსლიმები აცხადებენ, რომ ბათუმში მოქმედი მეჩეთი მორწმუნეებს ვერ იტევს, გარეთ ლოცვა უწევთ და სწორედ ამიტომ ითხოვენ კიდევ ერთი საკულტო ნაგებობის აშენებას.

XS
SM
MD
LG