Accessibility links

რადიო თავისუფლება რადიო თავისუფლება

გორში  სმოლენსკის ტრაგედიას იხსენებენ


გორში, პოლონეთის მარშლის, იოზეფ პილსუდსკის სახელობის სკვერში, პოლონეთის ყოფილი პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის და მისი მეუღლის მარია კაჩინსკის ხსოვნას პატივს მიაგებენ.

9 წლის წინ, 2010 წლის 10 აპრილს სმოლენსკთან პოლონეთის პრეზიდენტის თვითმფრინავი ჩამოვარდა. ავიაკატასტროფის დროს 96 ადამიანი დაიღუპა.

„დღეს ვიხსენებთ ტრაგიკულად დაღუპული ლეხ და მარია კაჩინსკებს, ასევე პოლონეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს. გორს განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს პოლონეთთან, აგვისტოს ომის დროს სწორედ ამ ქვეყანამ პირველმა გამოგვიწოდა დახმარების ხელი და ეს თბილი ურთიერთობა ახლაც გრძელდება“, - განაცხადა გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

საქართველოში პოლონეთის საელჩოს სამხედრო ატაშე ირჟი პტაშეკის სიტყვებით კი, პოლონეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ნატოში ინტეგრაციას და ეს მხარდაჭერა კვლავ გაგრძელდება, იმისთვის რომ საქართველომ საფრთხეები თავიდან აიცილოს.

სმოლენსკის ტრაგედიის შემდეგ გორში ერთ-ერთ ქუჩას ლეხ და მარია კაჩინსკების სახელი ეწოდა. იქვე ახლოს მოეწყო იოზეფ პილსუდსკის სახელობის სკვერი.

სწორედ ამ სკვერში, დღეს, კიდევ ერთხელ გაიხსენეს სმოლენსკის ტრაგედია.

დაწერეთ კომენტარი

XS
SM
MD
LG